აგვისტოს თვის დავალება - თბილისში გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ბუჩქები

მონაწილეებმა წარმატების შეასრულეს პირველი დავალება და თბილისის რუკაზე უკვე ასახულია 319 დაკვირვება და აღწერილია 65 სახეობის მცენარე!

ახლა კი ყურადღებით გაეცანით მეორე დავალებას:
ქალაქ თბილისში აღწერეთ საქართველოში ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ბუჩქები. (თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამოიცნოთ ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი სახეობები, გააკეთეთ დაკვირვება თბილისში არსებულ ნებისმიერ ფოთოლმცვენ ბუჩქზე. თქვენი დაკვირვება დაემატება რუკაზე, თუმცა შედეგების დათვლისას ჟიური არ ჩათვლის). დავალების სწორად შესასრულებისთვის შეგიძლიათ დაიხმაროთ ფოტოგიდი: https://www.inaturalist.org/guides/8073
დავალების შესრულება შეგიძლიათ 1 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით.

ამ ეტაპზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

  1. მონაწილე, ვინც გააკეთებს ყველაზე მეტ დაკვირვებას - დაჯილოვდება GPS ნავიგატორით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.
  2. მონაწილე, ვინც დააკვირდება ყველაზე მეტი სახეობის მცენარეს - დაჯილოვდება სალაშქრო-სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.
  3. მონაწილე, ვინც მოახდენს პროექტში ატვირთული სახეობების სწორ იდენტიფიცირებას - დაჯილოვდება სალაშქრო-სპორტული მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერით, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტით ორ პერსონაზე და ჟურნალ National Geographic საქართველოს 2016-2018 წლის სერიით.

შეგახსენებთ კონკურსის პირობებს:

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ ერთსა და იმავე სახეობის მცენარეზე ერთზე მეტი დაკვირვება განხორციელდა და ამ დაკვირვებების დაშორება ერთმანეთისგან არ არის 3 კმ-ზე მეტი, ჩაითვლება მხოლოდ ერთი დაკვირვება.
  2. დაკვირვება არ ჩაითვლება, თუ მასში აღწერილი მცენარე არ შედის პროექტის კურატორის მიერ დავალებით მოცემულ მცენარეთა ჯგუფში.
  3. კონკურსში ჩაითვლება მხოლოდ ის დაკვირვებები, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივ მცენარეებზე.
  4. არ ჩაითვლება კულტივარ მცენარეზე განხორციელებული დაკვირვება.

დამატებით კითხვებზე დაგვიკავშირდით.
გისურვებთ წარმატებებს!

Publicado el 01 de agosto de 2018 a las 05:26 AM por nbgg nbgg

Comentarios

No hay comentarios aún.

Añade un comentario

Entra o Regístrate para añadir comentarios