პირველი დავალების მიხედვით გამოვლენილი გამარჯვებულები

სასიხარულო ფაქტია, რომ კონკურსის დასაწყისშივე მოსახლეობის საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა და პროექტს 44 ადამიანი შემოუერთდა! პირველი დავალების შესრულებაში, რომელიც თბილისში ბუნებრივად გავრცელებული ადგილობრივი ფოთოლმცვენი ხეების აღწერას გულისხმობდა, მონაწილეობდა 14 ადამიანი. მონაწილეებმა თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განახორციელეს #319_დაკვირვება და აღწერეს #65_სახეობის მცენარე.

27 ივლისს პირველი დავალების შესრულების დრო ამოიწურა და დროა გამარჯვებულები დავასახელოთ. შედეგების დათვლისას ჟიურიმ გაითვალისწინა პროექტის წესები:

1) თუ მონაწილეს ერთი და იმავე სახეობის მცენარზე 3 კილომეტრის რადიუსში აქვს რამდენიმე დაკვირვება, ეთვლება მხოლდოდ ერთ-ერთი მათგანი.
2) თუ მონაწილის განხორციელებული დაკვირვება არ შედის დავალებით მოცემულ მცენარეთა ჯგუფში, ეს დაკვირვება არ ითვლება.
3) ითვლება მხოლოდ ის დაკვირვებები, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივ მცენარეებზე.
4) არ ითვლება კულტივარ მცენარეზე გაკეთებული დაკვირვებები.

წესების გათვალისწინებით გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

✅ 1) ყველაზე მეტი დაკვირვება განახორციელა მონაწილემ „analip”, რომელმაც კონკურსის წესების მიხედვით ჯამში 78 დაკვირვება გააკეთა.
✅ 2) ყველაზე მეტი სახეობის მცენარე აღწერა მონაწილემ „ninikosiashvili”. რომელმაც კონკურსის წესების მიხედვით აღწერა 32 სახეობის მცენარე.
✅ 3) პროექტში ყველაზე მეტი სახეობის მცენარის გვარი ან სახეობა გაარკვია მონაწილემ „temotemo“ (ჯამში 32 იდენტიფიკაცია).

მაშ ასე, პირველ დავალებაში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები:

🏆 ყველაზე მეტი დაკვირვება - GPS ნავიგატორი ჯეოლენდიგან, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტი ორ პერსონაზე და National Geographic საქართველოს 2016-2018 წლებში გამოცემული ნომრების სერია.

🏆 ყველაზე მეტი სახეობის მცენარე - სალაშქრო/სპორტული ინვენტარის მაღაზიის 400 ლარიანი ვაუჩერი, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტი ორ პერსონაზე და National Geographic საქართველოს 2016-2018 წლებში გამოცემული ნომრების სერია.

🏆 გაარკვია ყველაზე მეტი სახეობის მცენარე - სალაშქრო/სპორტული ინვენტარის მაღაზიის 300 ლარიანი ვაუჩერი, ბოტანიკური ბაღის 6 თვიანი აბონიმენტი ორ პერსონაზე და National Geographic საქართველოს 2016-2018 წლებში გამოცემული ნომრების სერია.

პროექტში გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება პარასკევს, 3 აგვისტოს, 17:30 წუთზე. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში (Event square).

კონკურსი კვლავ გრძელდება და 1 აგვისტოს ახალი დავალება გახდება ცნობილი.

პროექტის ყველა მონაწილეს წარმატებებს ვუსურვებთ! <3

Publicado el 30 de julio de 2018 a las 02:25 PM por nbgg nbgg

Comentarios

No hay comentarios aún.

Añade un comentario

Entra o Regístrate para añadir comentarios