პირველი დავალება

ძვირფასო მონაწილეებო, გვიხარია, რომ შემოგვიერთდით, რადგან თითოეული ჩვენგანის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ თბილისის ურბანულ გარემოში მივაკვლიოთ საქართველოში ბუნებრივად მოზარდი ადგილობრივი მცენარეებს, აღვწეროთ და გავუზიაროთ თანამოქალაქეებს.

მცენარეთა აღწერის გასამარტივებლად, საკონკურსო პერიოდი დაყოფილია ოთხ ნაწილად დავალებების მიხედვით. თითოეული თვის დასაწყისში დაიდება დავალების შემცველი პოსტი, რომლის შესასრულებლად კონკრეტული ვადები გექნებათ.

მაშ ასე, ყურადღებით გაეცანით პირველ დავალებას:

აწარმოეთ დაკვირვებები საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივი ფოთოლმცვენი ხეებზე. (შეგიძლიათ დაკვირვება განახორციელოთ თბილისში არსებულ ნებისმიერ ფოთოლმცვენ ხეებზე. თქვენი დავალება დაემატება რუკაზე, თუმცა შედეგების დათვლისას ჟიური არ ჩათვლის).

დავალების შესრულების ვადები: 7 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით.

დავალებაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

1.მონაწილე, ვინც გააკეთებს ყველაზე მეტ დაკვირვებას.
2.მონაწილე, ვინც აღწერს ყველაზე მეტი სახეობის მცენარეს

3.მონაწილე, ვინ პროექტის ფარგლებში ყველაზე მეტი მცენარის გვარს ან სახეობას

შეგახსენებთ კონკურსის პირობებს:

  1. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ ერთსა და იმავე სახეობის მცენარეზე ერთზე მეტი დაკვირვება განხორციელდა და ამ დაკვირვებების დაშორება ერთმანეთისგან არ არის 3 კმ-ზე მეტი, ჩაითვლება მხოლოდ 1 დაკვირვება.
  2. დაკვირვება არ ჩაითვლება, თუ მასში აღწერილი მცენარე არ შედის პროექტის კურატორის მიერ დავალებით მოცემულ მცენარეთა ჯგუფში.
  3. კონკურსში ჩაითვლება მხოლოდ ის დაკვირვებები, რომელიც განხორციელდა საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულ ადგილობრივ მცენარეებზე.
  4. არ ჩაითვლება კულტივარ მცენარეზე განხორციელებული დაკვირვება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

გისურვებთ წარმატებებს!

Publicado el 07 de julio de 2018 a las 05:00 AM por nbgg nbgg

Comentarios

No hay comentarios aún.

Añade un comentario

Entra o Regístrate para añadir comentarios